ვარკეთილში ახალი სასაფლაოს მშენებლობას აპროტესტებენ. კაკლიანის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, კერძო მესაკუთრემ საფლავები მათ სახლებთან ახლოს მოაწყო.
მათი ინფორმაციით, ტერიტორია წითელ ზონაშია და იქ სასაფლაოს გაკეთების უფლება არავის ჰქონდა. კერძო მესაკუთრე კი ამბობს, რომ ტერიტორია მას კანონიერად აქვს შეძენილი.
ადგილზე მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ და პროცესი დროებით შეაჩერეს, ვიდრე მესაკუთრე დოკუმენტაციას არ წარადგენს.