17 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
იმ მონაკვეთებზე, საიდანაც მოქალაქეების გატაცება გახშირდა "ძალა ერთობაშია" სამოქალაქო პატრულირების გაძლიერებას გეგმავს

ჯარიმის გადახდის მიუხედევად, სოფელ ქერედან, ოკუპანტების მიერ გატაცებული აკაკი მისირელი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

საოკუპაციო ხაზთან, იმ პერიმეტრზე საიდანაც 65 წლის მწყემსი გაიტაცეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერი ჩავიდა. დავით ქაცარავა ამ ტერიტორიაზე სამოქალაქო პატრულირების გაძლიერებას გეგმავს.

„ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი, ის მშვიდობიანი აქცია-პროტესტია, რასაც ჩვენ მივმართავთ ამდენი ხნის განმავლობაში. მაგრამ, დღეს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ მონაკვეთებზე, საიდანაც პოტენციურად ველოდებით შემდგომ გატაცებებს, რადგან რუსები კვლავ აგრძელებენ აგრესიულ პოლიტიკას“-განაცხადა ქაცარავამ.

დღის ამბები