"მხოლოდ ქართულის" პირველი ლაივ კონცერტი "რუსთავი 2"-ზე - მეგა შოუს 10 კონკურსანტი, ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას შეეცდება. კონკურსანტები დღეიდან, 8 კვირის გამავლობაში მაყურებელის წინაშე წარდგებიან.
რუსთაველის თეატრში განსაკუთრებული მზადებაა. იქ ამ წუთებში რეპეტიცია მიმდინარეობს.
„მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტები ვაჟა აზარაშვილის და გოგი ცაბაძის სიმღერების ახალ ვერსიებს შეასრულებენ.
ჟიურის შემადგენლობას კიდევ 2 ახალი წევრი დაემატება. „მხოლოდ ქართული“ დღეს, 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება.