17 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
"დაგვიხიეს პლაკატები" - ურეკის მცხოვრებლებს სამართალდამცავებმა პრემიერთან მისვლის საშუალება არ მისცეს

აქციის ფონზე მიმდინარეობდა ,,ქართული ოცნების’’ რეგიონული კონფერენცია ურეკში.

სოფელ შრომის მოსახლეობა პრემიერ კვირკაშვილთან შეხვედრას ითხოვდა, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს და როგორც თავად ყვებიან პლაკატები დაუხიეს.

ადგილობრივების თქმით, ცენტრალური ხელისუფლება მათი პრობლემების შესახებ ინფორმირებული არ არის. უკანონოდ გასხვისებული სოფლის კუთვნილი მიწები და ინფრასტრუქტურული პრობლემები, ეს ის საკითხები იყო, რაზეც მოსახლეობას პრემიერთან საუბარი სურდა.

გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის ფორმატი აღნიშნულ შეხვედრას არ ითვალისწინებდა. სწორედ ჭანუყვაძე აირჩიეს დღევანდელ ყრილობაზე ,,ქართული ოცნების’’ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

დღის ამბები