17 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
"ერთმა მეორეს თავში წამოარტყა, მეორე შემოუბრუნდა და ჩაარტყა მუშტი," - ფიზიკური დაპირისპირება მეათეკლასელებს შორის

გორის მე-3 საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. ერთმანეთს მეათე კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ. მომხდარი სკოლის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სკოლის დირექტორის განმარტებით, შელაპარაკება გაკვეთილებს შორის შესვენებაზე მოხდა.

„მეექვსე და მეხუთე გაკვეთილს შორის მოხდა ბავშვებს შორის შეკამათება. მხოლოდ და მხოლოდ შეკამათება. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია სკოლაში არსებულ კამერებზე. მოდის ერთი ბავშვი, ერთმა მეორეს თავში წამოარტყა, მეორე შემოუბრუნდა და ჩაარტყა მუშტი. ეს ხდება დასვენებაზე,“-განაცხადა სკოლის დირექტორმა. 

დღის ამბები