17 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე - პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძის  წამებას ორგანიზება ბაჩო ახალაიამ გაუკეთა

მთავარ პროკურატურაში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტეს.

პროკურატურის ინფორმაციით, სერგო თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი მისი მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობა ეღიარებინა.

„2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბ.ა.-მ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით, ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას.“ აღნიშნულს იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი. 

"2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ დაკავებულ იქნა შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული,“ თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის  განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

დღის ამბები