„მხოლოდ ქართული“ - მეგა-შოუს 10 კონკურსანტი, დღეიდან, 8 კვირის გამავლობაში საკუთარი ვოკალური და საშემსრულებლო მონაცემებით, ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას შეეცდება.
განსაკუთრებული მზადებაა რუსთაველის თეატრში. მეგა-შოუს ორგანიზატორები ბოლო დეტალებს ათანხმებენ, კონკურსანტები კი გენერალურ რეპეტიციას გადიან.
რუსთაველის თეატრში, რამდენიმე საათში „მხოლოდ ქართულის“ პირველი ლაივ კონცერტი დაიწყება.
კონკურსანტები დღეს ვაჟა აზარაშვილისა და გოგი ცაბაძის სიმღერების ახალ ვერსიებს შეასრულებენ.