გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი, სამართალდამცველებს უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს.
მარიამ ჭანტურიას ეჭვი აქვს, რომ თითქმის ორი თვის განმავლობაში, მასზე უკანონო ფარული მიყურადება მიმდინარეობდა და დოკუმენტების მომზადება მხოლოდ ახლა ხდება, რადგან ჩამწერი მოწყობილობა ჭანტურიამ თავად აღმოაჩინა.
მარიამ ჭანტურიამ, 20 აპრილის, საღამოს, თავად წაასწრო 2 შენიღბულს, რომლებიც რუსთავის პოლიციის ეზოში გაჩერებულ ავტომობილში ფარულად დამონტაჟებული მოწყობილობის ამოღებას ცდილობდნენ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ მიმდინარეობდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფარული მიყურადების სანქცია სასამართლოს 6 აპრილამდე ჰქონდა გაცემული. 20 აპრილს მოსასმენი აპარატურა კი ჯერ კიდევ ჭანტურიას მანქანაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ 20 აპრილს მოსასმენი აპარატურა ჯერ კიდევ მარიამ ჭანტურიას ავტომობილში იყო, თუმც ამბობენ, რომ ის გათიშული იყო და საუბარს აღარ იწერდა.
რუსთავის ბაზრის მეწილე, გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ჩაცხრილეს, ამ დრომდე მკვლელობა გაუხსნელია.