17 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
პირველი პირდაპირი ეთერი - მეგა-შოუ "მხოლოდ ქართულის" დაწყებამდე საათზე ნაკლები რჩება

„რუსთავი 2“-ის მეგა-შოუ და პირველი ლაივ კონცერტი. დღეიდან 8 კვირის განმავლობაში გრანდიოზული პროექტის 10 მონაწილე საკუთარი შესაძლებლობებით ჟიურისა და მაყურებლის მოხიბვლას შეეცდება, დღესვე პროექტს პირველი კონკურსანტიც გამოეთიშება.

რუსთაველის თეატრში, გენერალური რეპეტიცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და კონკურსანტები პირველი ლაივ კონცერტისთვის ემზადებიან.

მეგა-შოუს კონკურსანტები რუსთაველის თეატრის სცენაზე ვაჟა აზარაშვილის და გოგი ცაბაძის ნაწარმოებებს საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულებენ.

დღის ამბები