17 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ტყიბულის შახტში უკრაინელი ექსპერტები მუშაობას დღეიდან დაიწყებენ

უკრაინელი ექსპერტები, რომლებმაც ტყიბულის შახტში არსებულ ვითარებაზე დასკვნა უნდა დადონ მოკვლევას დღეს დაიწყებენ.

დელეგაცია საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ისინი ადგილზე ვითარებას ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან.

არსებული ექსპერტიზის დასკვნების გაცნობის გარდა, სპეციალისტები მეშახტეებსა და "საქნახშირის" წარმომადგენლებს გესაუბრებიან.

მათი ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოხდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თუ უკრაინელი სპეციალისტები შახტის დახურვის რეკომენდაციას გასცემენ, ტყიბულელი მეშახტეები ანაზღაურების გარეშე არ უნდა დარჩნენ.

დღის ამბები