ზუგდიდის საოლქო პროკურატურის წინ თაკავაძეების მრავალშვილიანი ოჯახი აქციას მართავს. როგორც მანანა თაკავაძე ამბობს, მას სახლი თაღლითურად დაათმობინეს და ახლა ექვსი შვილით ღია ცის ქვეშ დარჩა.
თაკავაძე ზუგდიდის პროკურორ ლევან სალიასთან შეხვედრას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ღამის გათენებას პროკურატურის წინ აპირებენ.
თაკავაძეების ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი. ოჯახის ცხრა წევრი კორპუსში ცხოვრობდა. თაკავაძე ზუგდიდში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მფლობელს მანანა ბარზენიშვილს გაურიგდა, რომ თავის საცხოვრებელ სახლს სოფელში, ეზოიან სახლში გაუცვლიდა.
როგორ თაკავაძე ამბობს, მან ბარზენიშვილს ბინა გადაუფრომა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სოფლის სახლი, რომელშიც ბინა უნდა გაცვლილიყო ბარზენიშვილის საკუთრებას საერთოდ არ წარმოადგენდა. ოჯახი საკუთარი სახლიდან გამოასახლეს და ღია ცის ქვეშ დარჩნენ.