„ნუ მომკლავ!“ - თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს.
აქციაზე შეკრებილები არიან მოკლული მოზარდების მეგობრები, 51-ე სკოლის მოსწავლეები, ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.
საქალაქო სასამართლოსთან მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იმყოფება, რომელიც მანამდე პროცესს ესწრებოდა.
„დაიკითხა მოწმე, იქ მცხოვრები ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ეზოში მდგარი მანქანა, რომელშიც იჯდა მისი მეპატრონე, თვალნათლივ დაინახა ორივე ბავშვი დაჭრილი და დაქოქა მანქანა და გაიქცა. ეს არის დიდი დანაშაული განსაცდელში მიტოვება, რასაც რეაგირება სამართალდამცავების მხრიდან ჯერჯერობით არ მოჰყოლია. საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებია, გამოძიება არასწორად არის ჩატარებული,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.