17 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
მეგაშოუ "მხოლოდ ქართული" - "რუსთავი2"-ის გადაწყვეტილებით, პროექტში ისევ 10 მონაწილე დარჩა

"რუსთავი 2"-ის მეგაშოუს, "მხოლოდ ქართულის" პირველი ლაივ კონცერტი „რუსთავი2“-ის ეთერში მაყურებელმა გუშინ რუსთაველის თეატრის სცენიდან იხილა.

"რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილებით, პროექტი არც ერთ კონკურსანტს დაუტოვებია.

მხოლოდ ქართულის პირველი კონცერტის ლიდერი საბა კემულარიაა - მან ჟიურისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ყველაზე ნაკლები ქულები კი შოთა ლეგაშვილმა და ოთო კვალიაშვილმა მიიღეს.

პირველ კონცერტზე ახალგაზრდა მუსიკოსებმა ვაჟა აზარაშვილისა და გოგი ცაბაძის ყველასათვის ნაცნობი კომპოზიციების ახალი ვერსიები შეასრულეს.

ქართული სიმღერის პოპულარიზაციას მეგაშოუ მომდევნო ორშაბათსაც გააგრძელებს.

დღის ამბები