17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
ქუთაისში გარემოვაჭრეები ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებენ 

ქუთაისში გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

გარემოვაჭრეების განცხადებით, ისინი მერიის შეთავაზების მიღებას და სამუშაოდ ბაზრებში შესვლას არ აპირებენ. მათივე თქმით, თავის დროზე ისინი სწორედ ბაზრობიდან გამოვიდნენ და სამუშაოდ გარეთ დადგნენ.

გარემოვაჭრეთა განცხადებით, თითოეულ მათგანს უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა, ბანკის ვალები აქვთ და გარევაჭრობა მათთვის თავის რჩენის ერთადერთი წყაროა. მერია გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. 

დღის ამბები