17 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
სოფელ იორმუღანლოში კლინიკა " ლანცეტის" ყოფილი დირექტორის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ

სოფელ იორმუღანლოში კლინიკა " ლანცეტის" ყოფილი დირექტორის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ​ფარმან ჯეირანლის თანასოფლელები და ნათესავები დღეს შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი თქმით, ჯეირანლი პოლიტიკური პატიმარია, რადგან ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეგობარია და ამავე დროს აზერბაიჯანული ოპოზიციის მხარდამჭერად არის მიჩნეული.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეგობარი ქვეყნის დაკვეთა შეასრულა, როცა მას 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ხვალ ჯეირანლის საქმეზე მსჯელობას უკვე სააპელაციო სასამართლო დაიწყებს.

კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელი თაღლითობის მუხლით არის გასამართლებული.

დღის ამბები