„ავერსის საქველმოქმედო ფონდსა“ და „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, „ავერსის საქველმოქმედო ფონდი“ იღებს ვალდებულებას, რომ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ბენეფიციარებმა უსასყიდლოდ ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებით.