სოფელ აკურაში ახლადგაშენებული ვენახიდან ვაზის 1200 ნერგი მოიპარეს.
დაზარალებული მოდებაძეების ოჯახი აცხადებს, რომ ვენახიდან რქაწითელის ჯიშის ყურძნის ნერგები უკვე მეორედ წაიღეს. ზარალი 2000 ლარზე მეტია.
თელავის პოლიციამ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.
ოჯახი კი მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმის მსვლელობას ქურდობის მუხლით ითხოვს.