მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მდიდრული ბალეტი, "მძინარე მზეთუნახავი", 60 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას უბრუნდება.
სპექტაკლი ტექნიკურად საკმაოდ რთულად შესასრულებელია და ბევრ დასს მისი დადგმის გამბედაობაც არ აქვს.
ეს რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბალეტი იქნებ, დასი პრემიერისთვის ემზადება.
საქართველოში პირველად "მძინარე მზეთუნახავი" 1921 წელს შესრულდა, შემდეგ 1959 წელს ვახტანგ ჭაბუკიანის დადგმა. უკვე ექვსი ათეული წლის შემდეგ "მძინარე მზეთუნახავი" ოპერისა და ბალეტის სცენაზე ნინო ანანიაშვილისა და ალექსეი ფადეეჩევის რედაქციით ბრუნდება.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "მძინარე მზეთუნახავის" პრემიერა 27,28 და 29 აპრილს გაიმართება.