17 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
რელიგიური შეურაცხყოფისთვის დასჯა - მართლმადიდებელი ეკლესია კანონის შემოღებას მიესალმება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები  დროულ და საჭირო ინიციატივად მიიჩნევენ რელიგიური შეურაცხყოფისთვის დასჯის შემოღებას. მამა თეოდორეს მტკიცებით, კრიტიკა და შეურაცხყოფა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცნებებია და მათი გამიჯვნა კანონით უნდა მოხდეს. რადიკალურად განსხვავებულია ინიციატივასთან მიმართებით საქართველოში მოქმედი სხვა რელიგიური კონფესიების დამოკიდებულება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინიციატივას ჯერ არ გამოხმაურებია.

"სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს რომ სხვადასხვა ფენებს შორის, სხვადასხა რელიგიურ დაჯგუფებებს შორის არ იყოს რელიგიური დაპირისპირება,"-აცხადებს ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე კი კანონის შემოღებას "ბორკილს" უწოდებს, რომელიც ქვეყანას დაედება და ცენზურის საფრთხეებზე საუბრობს.

"ეს არის საშინელი ბორკილი იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეს კანონი მოქმედებს ამ კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც გააკრიტიკებს რელიგიურ თემს, არამედ შეეხება ყველაფერს რაც ოდნავ მაინც რელიგიასთან ასოცირდება. საბოლოო ჯამში მივიღებთ ერთ დიდ მონსტრს ცენზურის სახით,"-აცხადებს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე.

დღის ამბები