გაიფიცებიან თუ არა თბილისის მეტროს მემანქანეები - გადაწყვეტილება ამის შესახებ მერიაში დღევანდელი შეხევდრის შემდეგ გახდება ცნობილი. მეტროპოლიტენის 300-მდე თანამშრომელი, რომლებიც დამოუკიდებელ პროფკავშირში არიან გაერთიანებული - ხელფასის 45 პროცენტით მომატებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობაზე უარს აცხადებს. მათი თქმით, პრობლემა დიდი ხანია არსებობს - შეთანხმების მიედვით ხელფასები ჯერ კიდევ შარშან უნდა გაზრდილიყო, თუმცა ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასერულა.