დღის ბოლოს მოხერხდა ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა. დაიწვა ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლი. შემთხვევის შედეგად ინტოქსიკაცია მიიღო ერთმა მეხანძრემ, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ცეცხლმა 7 ოჯახი დააზარალა - მათ მერიამ დროებით საცხოვრებელში გადასვლა შესთავაზა.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის - მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.
„დაზარალებული არის მეხანძრე მას უტარდება მკურნალობა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია,“ - ამბობს ლელა სურმანიძე.