139-ე სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგები დღეს ადვოკატებს ხვდებიან. შეხვედრის შემდეგ, უახლოეს დღეებში სასამართლოში სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
მასწავლებლები ნათია ფხალაძეს სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში, შეურაცხყოფასა და სკოლაში დიქტატორული რეჟიმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ.
ისინი 139-ე სკოლაში არსებულ სავარუდო ფინანსურ მაქინაციებზეც საუბრობენ.
"განატლების სამინისტრომ კულტურულად მიგვითითა, რომ მიმართეთ სასამართლოსო. მიმაჩნია, რომ ასეთ დირექტორს 950 ბავშვის ბედი არ უნდა ებაროს,"- ამბობს გათავისუფლებული პედაგოგი ნინო ხოხობაშვილი.