მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დადგენაში უკრაინელი ექსპერტები ერთვებიან.
სამთო ექსპერტები ტყიბულში უკვე ჩავიდნენ და ახლა საქნახშირის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც მათ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ნებართვა უნდა მისცეს.
უკრაინელი სპეციალისტები თვითმხილველებთან და დაზარალებულებთან გასაუბრებასაც გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ ქართული კანონმდებლობა მათ გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.
„რა ვითარებაა ტყიბულის შახტებში, ამას ჯერ-ჯერობით ვერ შევაფასებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკურ დოკუმენტაციას და მათ ისტორიას გავეცანით, როგორ მუშაობდა და რა დარღვევები იყო აქამდე გამოვლენილი. სამწუხაროდ ყველა საჭირო დოკუმენტაცია ვერ ვნახეთ, რადგან ის გამოძიებას აქვს ამოღებული. ვიმედოვნებთ, მოგვეცემა შახტებში ჩასვლის შესაძლებლობაც. ასევე გვინდა შეხვდეთ 5 აპრილს შახტში მომხდარი ტრაგედიის დროს დაზარალებულებს“ - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი ვიაჩესლავ კაროლი.