ნიუ-იორკის სოთბის აუქციონზე ამადეო მოდილიანის ნახატი იყიდება.
ფერწერული ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა გარდაცვალებამდე დახატა, რეკორდულ ფასად -150 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
"შიშველი მწოლიარე ქალი" - მოდილიანის შემოქმედებაში ერთადერთი დიდი ზომის ნახატია, სადაც სხეული მთლიანდაა გამოსახული.
ექსპერტების შეფასებით ამ ნახატით ნუდიზმში ახალი ერა დაიწყო. მოდილიანის "შიშველი მწოლიარე ქალი" აუქციონზე 14 მაისს გაიყიდება.