17 ნოემბერი 2024,   22:40
ვრცლად
„ამ პროექტის უკან არ დგას არანაირი კვლევა"-მესამე სექტორი ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებს

არასამთავრობო ორგანიზაციები​ კარტოზია-ცინცაძის ქუჩის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მერიამ გზის მშენებლობა წინასწარი კვლევის გარეშე დაიწყო. მათი თქმით ესტაკადების მშენებლობა ფრაგმენტულად, გათვლების გარეშე, ქალაქს საცობებისგან ვერ განტვირთავს. მათი მტკიცებით, ესტაკადის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე შაბათსაა დაგეგმილი.

„ამ პროექტის უკან არ დგას არანაირი კვლევა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენთვის. იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად წერტილი უნდა დავუსვათ იმ პერიოდს როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკა კეთდება ძალიან ზედაპირული დაკვირვებების საფუძველზე,“-განაცხადა ორგანიზაცია ”SOS - იპოდრომის” დამფუძნებელმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა. 

დღის ამბები