სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა პირველი ხარისხის სამასალე მერქანით დატვირთული ავტომანქანა, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებისას დატოვა და მიიმალა.
ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილისა და მძღოლის იდენტიფიცირება მოახდინეს.
უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი და ავტომობილი დაილუქა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.