17 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
ყაჩაღობა კასპში - შსს-მ ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სოფელ აღაიანში დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები