17 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
რელიგიური გრძნობების დაცვა - კანონპროექტს საპატრიარქოს გარდა არც ერთი კონფესია მხარს არ უჭერს

რელიგიური გრძნობების დაცვის შესახებ კანონპროექტი კონფესიებს შორის უთანხმოების საკითხი ხდება. მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, ყველა სხვა რელიგიური გაერთიანება ამგვარი კანონის მიღებას რადიკალურად ეწინააღმდეგება.

საუბარია ემზარ კვიციანის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა გახდეს, თუმცა სანქცია არ უნდა შეეხოს სასულიერო პირს, რომელიც სხვა რელიგიურ გრძნობებს ამბიონიდან ქადაგების დროს შეურაცხყოფს.

საპატრიარქოს და კანონმდებლების ნაწილს ინიციატივა მოსწონს თუმცა თვლიან რომ კანონის მიღებას ბევრი მუშაობა სჭირდება, რადგან საფრთხე იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს დიდია.

როგორ შიძლება გამოვარჩიოთ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისგან ზუსტად არავინ იცის. რა ქმედება ან გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლებრივად დასჯადი - პასუხი არც ამ კითხვაზე არსებობს.

ის რასაც მხარს უჭერს საპატრიარქო სხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ თუ რელიგიური გრძნობების გამოხატვა სისხლის სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა,ეს პირდაპირ შეზღუდავს ადამიანების კონსტიტუციით დაცულ ყველა სიკეთეს.

სადავო კანონპროექტის განხილვის არცერთ ეტაპზე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. მათი შეფასებით სისხლის სამართლებრივი ჩარჩოებში გამოხატვის თავისუფლების მოქცევა - არა რელიგიური უმცირესობების დაცვას არამედ პირიქით მას დასჯას ემსახურება.

დღის ამბები