მინდელის სახელობის შახტში უკრაინელმა ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს. მოკვლევის დასრულების შემდეგ სამთო ინჟინრებმა განაცხადეს, რომ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს 10 დღის ვადაში მოამზადებენ.
"ჩვენ ვიყავით იმ გილზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, ვესაუბრეთ შახტის ადმინისტრაციას და ვნახეთ დოკუმენტაცია. ჩვენ მიგვაქვს მასალები უკრაინაში და 10 დღეში გვექნება მზად ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რა გახდა მომხდარი ფაქტის მიზეზი და იმაზეც, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა შახტში, თუმცა ჩვენ ვერ დავდებთ დასკვნას. ეს მხოლოდ სამართალდამცავების პრეროგატივაა,"- განაცხადა უკრაინელმა სამთო ექსპერტმა ვიაჩისლავ კოროლმა.
უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბული უკვე დატოვეს, ისინი საქართველოდან ხვალ გაემგზავრებიან.