დეკანოზი გიორგი მამალაძე უსამართლობის მსხვერპლია - ეს განცხადება სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, დავით ჯანდიერმა გააკეთა.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ ციანდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირი უდანაშაულოა.
შეხვედრაზე მამა გიორგი მამალაძემ და დავით ჯანდიერმა საუკუნის საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნის შესახებ ისაუბრეს. იმ შემთხვევაში თუ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება, დავით ჯანდიერი მზადაა ევროპულ სასმართლოში დეკანოზის ინტერესები დაიცვას.
„არ შემეძლო წარმომედგინა როგორც იურისტს ის სიღრმეები, დაფარული საკითხები, რომლებიც ამის უკან შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ადამიანი არის წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლი და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს უსამართლობა. ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა თავისი ექსკლუზიური უფლება შეწყალების გამოიყენოს, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.