17 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია - EMC ხელისუფლებას რეფორმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნარკოპოლიტიკის რეფორმის გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დღეს არსებული ნარკოპოლიტიკის ცვლილების საჭიროებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისაუბრებენ.

EMC მმართველი გუნდისგან რეპრესიული პოლიტიკის შეცვლასა და საკანონმდებლო ორგანოში საკითხზე მსჯელობის დაწყებას ითხოვს.

არსებული პრობლემების რეალურად გადაჭრის გზას არასამთავრობო სექტორი სწორედ სახელმწიფოს პოლიტკის შეცვლაში ხედავს.

„ჩვენ ვითხოვთ ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ასევე ვითხოვთ ნარკოტიკული დანაშაულისთვის არსებული სასჯელების სისტემურად შემსუბუქებას. ქვეყანამ ძალიან დიდი რესურსი და აქცენტები უნდა მიმართოს მკურნალობაზე, რეაბილიტაციაზე,“-აცხადებს გურამ იმნაძე.

დღის ამბები