გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.
მარიამ ჭანტურიას ადვოკატი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსთავის მერი მარიამ ჭანტურიას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან განცხადებები პროკურატურის წინააღმდეგ გააკეთა და უწყება უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.
ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ჭანტურია განცხადებების გაკეთებას არ შეწყვეტს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
"მარიამ ჭანტურიაზე ხორციელდება ზეწოლა და მას აფრთხილებენ, რომ თუკი არ შეწყვეტს ანტისახელისუფლებო განცხადებების გაკეთებას , თუკი ის გააგრძელებს საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვას , წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც იგივე ბედი ეწევა და დაატოვებინებენ სამსახურს, სწორედ ირაკლი ტაბაღუასგან ხორციელდება არნიშნული ზეწოლა" - ამბობს მარიამ ჭანტურიას ადვოკატი ანა კეკენაძე.