საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ 22 მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 დაღუპულის ნეშტი სამების ტაძარში დაასვენეს, ორი კი ახლობლების მოთხოვნით საკუთარ სახლში გადაასვენეს.
სამგლოვიარო პროცესია 16:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ამ დროისთვის აფხაზეთში კონფლიქტის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 148 დაღუპულია იდენტიფიცირებული.