17 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
აქცია ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან - მსჯავრდებულ პაპუნა ნანეიშვილის ოჯახის მტკიცებით, მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო

აქცია ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან - მსჯავრდებულ პაპუნა ნანეიშვილის ოჯახი ხელახალ გამოძიებას და პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს.

ნანეიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა და პოლიციამ მას დაკავებისას იარაღი ჩაუდო. მსჯავრდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის დანაშაულს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად 24 დღეა გეგუთის ციხეში შიმშილობს.

პატიმრის ახლობლების თქმით, პაპუნა ნანეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პაპუნა ნანეიშვილის ახლობლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართავენ და მოუწოდებენ საქმის მასალებით დაინტერესდნენ. 

პაპუნა ნანეიშვილი 2016 წლის ივლისში დააკავეს. 

დღის ამბები