17 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს

ზუგდიდში მერიის საწყობი გაქურდეს. საწყობიდან წაღებულია აზიური ფაროსანას შესაწამლი ავტომობილის საბურავები და აკუმულატორები.

აღნიშნულ საწყობში მერიის დასუფთავების და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ავტომობილები არის განლაგებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდები საწყობში შენობის უკანა მხრიდან შევიდნენ და ნივთები ღამით გაიტანეს.

დაცვის პოლიცია არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა ოდენობის ნივთებია წაღებული საწყობიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობის ფაქტზე დაიწყო.

დღის ამბები