17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული სერგო დარბაიძე ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი

სოფელ ქვეშიდან გატაცებული სერგო დარბაიძის ოჯახში გორის მერი მივიდა.  როგორც კოტე თავზარაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურა.

„იმყოფება იზოლატორში. შესაბამისი სამსახურები ჩართული არიან. ყველა საქმის კურსშია. და ვიმედოვნებთ რომ იგი სულ მალე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლს,“-განაცხადა გორის მერმა.

50 წლის სერგო დარბაიძე  საქონელს მწყემსავდა, როდესაც ის რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით საქონელს დარბაიძის საკუთარ ბაღში აძოვებდა. გატაცებული ოჯახს ტელეფონით თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა.

„ბაღში იყო გადასული, ძროხებს აძოვებდა და იქიდან წაიყვანეს. დაახლოებით 7 საათი იქნებოდა. დარეკა კარგად ვარ და  ცხინვალში გადამიყვანესო,“-განაცხადა გატაცებულის ახლობელმა ალექსი დარბაიძემ.

დღის ამბები