17 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"ცოცხლად გვმარხავენ" - ტანძიაში მოსახლეობა "RMG Gold"-ის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

ხმაური და დაპირისპირება ტანძიაში - უკვე მეოცე დღეა მოსახლეობა „RMG Gold”-ის წარმომადგენლებს კარიერის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს.

დღეს კი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ""RMG Gold”-ის ტექნიკას, ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა;

აქციის მონაწილეების პიკეტის გარღვევას, კომპანიის წარმომადგენლები, დაცვის პოლიციასთან ერთად ცდილობდნენ.

"ჩვენ აქ ჩამოსახლებული ხალხი ვართ სადღა წავიდეთ...ცოცხლად გვმარხავენ..კაციშვილი არ მოსულა ჩვენთან , ოცი დღეა აქ ვდგავართ" -ამბობს აქციის მონაწილე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ღია კარიერის წესით ოქროს მოპოვება ბოლნისის რაიონში ისედაც მძიმე ეკოლოგიურ ვითარებას კატასტროფამდე მიიყვანს.

დღის ამბები