საყდრისში ადგილობრივების პროტესტს შესაძლოა, მალე საყდრისის გადარჩენის ფონდიც შეუერთდეს. საგანგებო განცხადება კომიტეტის წევრებმა დღეს გააკეთეს.
მათ ძეგლთა დაცვის სააგენტოში დაუდასტურეს, რომ კომპანია RMG-ის განაცხადი ტანძიაში ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყების შესახებ უკვე შეტანილი აქვს და სავარაუდოდ, ორშაბათიდან ბნელი ხევის ტერიტორიაზე უკვე მძიმე ტექნიკის შეყვანასაც გეგმავს.
„კომპანია RMG GOLD 30 აპრილს გეგმავს ბნელი ხევის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას, რაც სავარაუდოდ, უკავშირდება მომავალში ღია კარიერული წესით სამუშაოების დაწყებას. ეს საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ბნელი ხევის უნიკალურ ბუნებას, თქვენი იცით, რომ ასობით ჰექტარი ტყე უკვე გაჩეხილია და დაახლოებით, იმდენივეს გაჩეხვა ემუქრება, ასევე, საფრთხის ქვეშაა ძეგლები,“ - განაცხადა საყდრისის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა, ნინო ბურჭულაძემ.
აქტივისტები ხელისუფლებას მიმართავენ, ისტორიულ ძეგლებთან აფეთქებები არ დაუშვას და ღია კარიერული სამუშაოების ნებართვა არ გასცეს.