17 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
მურთაზ ზოდელავამ სოფელ ჭითაწყარში ხანძრისგან დაზარალებული ოჯახი მოინახულა

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დღეს სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში მცხოვრებ ოჯახს, სახლი რამდენიმე თვის წინ დაეწვა.

მერიამ მათ მხოლოდ ერთჯერადი 1000 ლარიანი დახმარება აღმოუჩინა. სხვა ყველა სახის დახმარებაზე კი უარი უთხრა.

მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად დახარჯული მილიონების ნაცვლად, ბიუჯეტის თანხა სოციალურად დაუცველებს მოახმარონ.

დღის ამბები