17 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
სოფელ გურიანთაში ადიდებულმა მდინარემ 15 ოჯახი სახნავ-სათესი მიწის გარეშე დატოვა

სასოფლო-სამეურნეო მიწის გარეშე დარჩენილი გლეხები დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთას 15 ოჯახი სახნავი მიწის გარეშე ადიდებულმა მდინარე ნატანებმა დატოვა.

გლეხები ამბობენ, რომ წლების განმავლობაში, მდინარე ნატანებმა დახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობი მიიტაცა.

ადგილობრივებმა ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა დახმარების ნაცვლად, მათი მდგომარეობა მძიმდება.

„ვითხოვთ, რომ წაღებულია ეს ყანა, კიდევ რომ არ მოემატოს და უმიწოდ არ დარჩეს გადააგდონ ეს წყალი. ჯერ-ჯერობით შედეგი არ აქვს“-აცხადებენ ადგილობრივები.

დღის ამბები