17 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
გორის მერია იმ ბადეებს აკერებს, რომლითაც ტურისტულ მარშრუტებზე არსებული უსახური შენობები შეფუთეს

გორის მერიამ ერთი თვის წინ ჩატარებული სამუშაოები თავიდან დაიწყო.

ქალაქის კეთილმოწყობის სამსახური იმ ბადებს აკერებს, რომლითაც ტურისტულ მარშრუტებზე არსებული უსახური შენობა ნაგებობები შეფუთეს. კიდევ რამდენჯერ მოუწევთ ბადეების განახლება გორის მერი ვერ აკონკრეტებს და არც გაწეულ ხარჯს თვლის არამიზნობრივად.

კოტე თავზარაშვილის განცხადებით შენობების დემონტაჟისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„ბოლო დღეებში გორში და გორის სოფლებში იყო ძალიან დიდი ქარი და მოხდა ამ ბადეების ახევა. შესაბამისი სამსახურები მივლენ აღადგენენ ამ ბადეებს და ძველი სახე დაუბრუნდება ამ შენობებს“ - აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

დღის ამბები