თითქმის ერთ დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია - რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.
სოფელ ქვეშის მკვიდრი სერგო დარბაიძე და არასრულწლოვანი ლაშა ხუროშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს გვიან ღამით გადასცა.
სერგო დარბაიძე საკუთარ ბაღში, ხოლო ლაშა ხუროშვილი სოფელ ახმაჯთან ასევე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებებით დააკავეს.
რა პირობით მოხდა დაკავებულთა გათავისუფლება უცნობია - დარბაიძემ და ხუროშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.