17 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "NTV +"-ს ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  "NTV +"-ს ავტორიზაცია შეუჩერა. კომისიის ცნობით, ავტორიზაციის შეჩერება რუსულმა სახელმწიფო ტელეოპერატორმა თავად ითხოვა, თუმცა მიზეზები არ კონკრეტდება.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" არ გამორიცხავენ, რომ ტელეკომპანიის მოთხოვნა საქართველოში მაუწყებლობის შესახებ რეგისტრაციის გავლას უკავშირდებოდეს, რომელიც მოსკოვში გაფორმდა, რის გამოც შესაძლოა  "NTV +"-ს გარკვეული პრობლემები შექმნოდა.

საია-ში ვარაუდობენ, რომ კომპანია დარეგისტრირებას ხელახლა ამჟამად უკვე საქართველოში შეეცდება. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მარეგულირებლისგან "NTV +"-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ითხოვდა.

მიზეზად მათ მიერ საქართველოში რუსეთის პროპაგანდისტული ომის გაგრძელება დასახელდა, რომელსაც თავად კომპანიაშიც კი არ მალავდნენ.

"NTV +"-მა ეს განცხადება მას შემდეგ წარადგინა, რაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მას სთხოვა, რომ წარედგინა საქართველოში რეგისტრირებული მონაცემები. ამ საკითხს ჩვენ ვსწავლობთ და შესაძლოა შესწავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, ინფორმაციის გამოთხოვაც იყოს,“-აცხადებს საია-ს წარმომადგენელი მარიამ გოგოსაშვილი.

დღის ამბები