მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს სამოქალაქო სექტორი.
კამპანიის „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრები დღეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარესა და მის წარმომადგენლებს ხვდებიან. წარმოდგენილი იქნება სამოქალაქო სექტორის ინიციატივები სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მიზნით.
„აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი მხრიდან მოვისმინოთ თუ რა პრობლემებს აწყდებიან ისინი სასამართლოსთან ურთიერთობაში და გავაცნოთ ჩვენი კამპანიის მიზნები“- აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” იურისტი გვანცა წულუკიძე.