17 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში გადმოასვენეს

თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარია საქართველოში ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს. მას სარფის საბაჟოზე ოჯახის წევრები დახვდნენ. ცხედარს დღესვე გადაასვენებენ სახლში.

იზმირში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე სტამბოლის სკვერში გარდაცვლილი იპოვეს, მას ყელის არეში ჭრილობაა აქვს მიყენებული. მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ოჯახი თურქეთის პოლიციისგან ობიექტურ გამოძიებას და იმ მამაკაცის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ჯანჯარია სამუშაოდ წაიყვანა.

საეჭვო გარემოებების გარკვევას მოკლულის ახლობლები საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს სთხოვენ.

"ექსპერტიზა ჩატარდეს და პოლიციამ გამოარკვიოს ყველაფერი...ძნელად ამოსაცნობი იყო, იმიტომ რომ დიდი ხნის გარდაცვლილია. მოკლულია ქართველების მიერ. დაზუსტებით არაფერი ვიცი"-ამბობს გარდაცვლილის შვილი ლევან ჯანჯარია.

დღის ამბები