დაიცავი საავტორო უფლება - ამ სახელწოდებით თბილისში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორიო დღე აღინიშნა.
საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით, ჭავჭავაძის გამზირზე მოსაშვილისა და ყიფშიძის ქუჩების შემაერთებელი მიწისქვეშა გადასასვლელი მოიხატა.
ახალგაზრდა მხატვარმა გვანცა ჯგუშიამ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა ნახატები, რომელიც საავტორო უფლებების დაცვის მნიშვნელობის და მისი დაცვის აუცილებლობას ახსენებს საზოგადოებას. მოქალაქეების განწყობაზე მუსიკოსებმაც იზრუნეს.