17 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლები მიწის გასხვისებას აპროტესტებენ

ქობულეთში ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლები მიწის გასხვისებას აპროტესტებენ. საუბარია 426 კვ.მ. მიწის ფართობზე, რომელიც მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ზურაბ პატარაძის ახლობელს მიჰყიდეს. 

ადგილობრივების განცხადებით, წინასაარჩევნოდ მთავრობა მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნისა და დასასვენებელი სკვერის მოწყობას დაპირდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სახელმწიფომ მიწა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ახლობელზე გაასხვისა.

მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსის აშენება იგეგემება, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ზღვასთან მისასვლელი გზა ჩაიკეტება და ტურისტულ სეზონზე მათ პრობლემები შეექმნებათ.

ადგილობრივების აქციას ,,ნაციონალური მოძრაობაც’’ შეურთდა.

აქციის მონაწილეთა ბრალდებებს ქობულეთის მერიაში უპასუხეს. ქობულეთის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე მინი სტადიონი მოეწყობა, თუმცა როდის მას ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.

დღის ამბები