17 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა - იმერეთში 48 მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტში 48 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზატორი იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა და ინსტრუქციები გააცნეს.

აღინიშნა, რომ შეწამვლის პროცესი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით უახლოეს დღეებში დაიწყება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურიშვილის, განცხადებით, მავნებელთან ბრძოლისთვის რესურსები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად ჩატარდეს.

 

დღის ამბები