თურქეთში მოკლული ლუხუმ ჯანჯარია ზუგდიდში საკუთარ სახლში გადაასვენეს. ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
მოკლულის ოჯახი ქართული საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომლიც თურქულ მხარესთან ერთად საგამოძიებო პროცესში ჩაერთვება.
ოჯახის საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და იმ მამაკაცის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც ჯანჯარია სამუშაოდ წაიყვანა.
ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში იპოვეს გარდაცვლილი, მას ყელის არეში ქონდა ჭრილობა. მიზეზი ამ დრომდე უცნობია.