ავტოსაგზაო შემთხვევას ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში მსხვერპლი მოჰყვა.
BMW-ს მარკის ავტომანქანა ორ ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა. მათგან ერთ-ერთი 50 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.